საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური გეოგრაფიის კათედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1923 წელს შეიქმნა. 2000 წლიდან ის ტრანსფორმირდა საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებად, 2005 წლიდან კი შეუერთდა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტს. საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებამ  დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს დიპლომატიურ და საჯარო სექტორში მოღვაწე არაერთი თაობის აღზრდაში. სწორედ საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებაზე დაიწყო ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების კომპლექსური შესწავლა. 

მიმართულება სტუდენტებს სთავაზობს სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს, რაც მოიცავს, როგორც ლექცია-სემინარებს, ასევე საველე -კვლევით პრაქტიკებს. მიმართულება სტუდენტებს  ეხმარება შესაბამის ორგანიზაციებში  სტაჟირება-პრაქტიკების გავლაშიც.  სტუდენტებს შეუძლიათ დაეუფლონ მრავალფეროვან სასწავლო კურსებს, როგორებიცაა: გეოინფორმაციული სისტემები, რეგიონული გეოგრაფია, დემოგრაფია, კარტოგრაფია, გეოურბანიზმი, გეოპოლიტიკა და კონფლიქტების გეოგრაფია, ეკონომიკური და ტურიზმის გეოგრაფია. 
საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებაზეა საქართველოში ერთად - ერთი „დემოგრაფიის“  სამაგისტრო პროგრამა, რომელიც ქვეყანაში შექმნილი, მძიმე დემოგრაფიული ვითარების ფონზე, მეცნიერული შესწავლის ძირითად კერას წარმოადგენს.